Monday, September 28, 2015

დღე მეოთხე

დღევანდელი დღე ისეთივე ნაყოფიერი იყო როგორც წინა დღეები, მომატებული დატვირთვით. გავეცანით შეფასების ინსტრუმენტებს, ვისაუბრეთ  შფასების დროში გაწერილ გეგმაზე.გავეცანით პრეზენტაციის ნიმუშებს, რომელიც, ვფიქრობ, გამოგვადგება დავალებების შესრულებაში.

Wednesday, September 23, 2015

დღე მესამე

დღეს ვისაუბრეთ განახლებულ ბლუმის ტაქსონომიაზე, მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე,მიმართულების მიმცემი კითხვების მნიშვნელობაზე, პროექტის განხორციელებისათვის საჭირო აქტივობებზე.
ვფიქრობ,რომ თუ აქტივობებს სწორად შევარჩევთ, კითხვების საშუალებით მოვახერხებთ მოსწავლეების ინტერესის გაღვიძებას, მოტივაციის ამაღლებას,  რომ დასმული საკითხის ირგვლივ ხალისით იმუშაონ , შევძლებთ პროექტის განხორციელებას.

Monday, September 21, 2015

მეორე დღის რეფლექსია

დღევანდელ ტრენინგზე გავეცანით ბროშურის შედგენის პრინციპს, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ პროექტის განხორციელების წინა ეტაპზე. როცა ვფიქრობთ,  რომ მშობლის დახმარება მნიშვნელოვანია მუშაობის დროს.
           გადავწყვიტე სკოლაში არსებული მუზეუმის შევსება და გახალისება.მოსწავლეები ღვაწლმოსილი ადამიანების ბიოგრაფიული ცნობებს და  ფოტომასალას  მოგროვებენ. შექმნია  მოგროვილი მასალის ელექტრონული ვერსიას. რა თქმა უნდა ამ ყველაფერს მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით და მითითებით გააკეთებენ. კარგი იქნებათუ მშობლებიც ჩაერთვებიან.
                  შევადგინეთ ნიმუშებიც, რომლებიც, ვფიქრობ, რომ დააინტერესებს და სურვილს გაუჩენს მშობელს მეგზურობა გაგვიწიოს.