განათლების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მუდმივად ხდება ხელშეწყობა პედაგოგებისათვის სიახლეების გაცნობის მიზნით. მუდმივი სწავლება, სიახლეების მითითება,ტექნოლოგიური თვალსაზრისით ახლი უნარების ათვისება საინტერეოს და სახალისოს ხდის მასწავლებლის პროფესიას.
ტრენინგი გვეხმარება ფეხი ავუწყოთ თანამედროვე სტანდარტებს და ხალისით, მონდომებით , დაბნევის გარეშე ვიმუშავოთ მოსწავლეებთან. ყოფილა შემთხვევები, როცა რომელიმე სიახლე ან დავალება გაურკვეველი მომჩვენებია, მაგრამ ტრენინგზე,მითუმეტეს ისეთი მასწავლებლის ყოლის შემთხვევაში, როგორიც ჩვენი ტრენერია,გაურკვევლობა გამქრალა და ძალიან ადვილად შესასრულებლად ქცეულა მითითებული დავალება.
ტრენინგ-კურსით ძალიან კმაყოფილი ვარ. გავიგე ბევრი სიახლე. ვისწავლე მოსწავლეებთან ერთად როგორ უნდა დავსახო და განვახორციელო პროექტის მიზნები.
მომეწონა გზები რომლითაც მოსწავლეებს დავეხმარებით ოცდამეერთე საუკუნის უნარების განვითარებაში.
აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგზე თვისებულ სიახლეებს პრაქტიკაში.ჩემს აზრს და შეძენილ ცოდნას გავუზიარებ კოლეგებს და მშობლებს და ერთად ვიზრუნებთ ბავშვებზე.
No comments:
Post a Comment